|
|
მოგესალმებათ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტთა ჯგუფი.
ჩვენი საქმიანობის სფეროებია:

 |
პროექტირება და მშენებლობა.
გთავაზობთ კერძო სახლების,
საოფისე ფართისა და სხვა ობიექტის დაპროექტებას, სათანადო ორგანოებში დამტკიცებით.
"ნულიდან" ავაშენებთ და ჩაგაბარებთ თქვენს ობიექტს გარანტიით.
აგრეთვე ვიზრუნებთ ინტერიერსა და დიზაინზე. |

 |
სანტექნიკა და გათბობა.
გავაკეთებთ სანტექნიკას, გავიყვანთ წყლის და კანალიზაციის პლასტმასის მილებს,
დაგიმონტაჟებთ წყლის ბაკებს, აგრეთვე გთავაზობთ გათბობის სისტემების მონტაჟს. |

 |
კაფელი, მეტლახი, შეკიდული ჭერი.
გამოცდილი სპეციალისტები შეასრულებენ შემდეგ სამუშაოებს - კაფელის გაკვრა, მეტლახის დაგება,
შეკიდული ჭერის მონტაჟი, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
|

 |
გიფსოკარდონის კედლები და ჭერი.
ვასრულებთ ნებისმიერი დიზაინისა და სირთულის გიფსოკარდონის ტიხრებს,
ჭერისა და კედლების მონტაჟს. |

 |
“სამალიარო“ სამუშაოები, იატაკი.
კედლების ჭერის გალესვა, "დაშპაკლვა", შეღებვა, "შპალერის" გაკვრა,
იატაკზე ლამინირებული და ჩვეულებრივი პარკეტის დაგება, და სხვა "სამალიარო" სამუშაოები. |

 |
შუშა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები.
გთავაზობთ სხვადასხვა ფერის მინებისა და ვიტრაჟების მრავალფეოვან არჩევანს საბითუმო ფასებში.
აგრეთვე ვამზადებთ და ვამონტაჟებთ დაბალ ფასებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს. |

 |
ავეჯის დამზადება.
ჩვენი ხელოსნების მიერ დამზადებული ავეჯი ხარისხით და დიზაინით არ ჩამოუვარდება საუკეთესო უცხოურ ანალოგებს.
თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ ჩვენი ხელოსნების გაკეთებული ავეჯის დიზაინი ქვემოთ ნაჩვებებ სურათებში. |

 |
ბუხრების აშენება.
ვაშენებთ ინგლისური სტილის ბუხრებს შეღავათიან ფასებში.
ოთახის ინტერიერის შესაბამისად, შეგარჩევინებთ ბუხრის სტილს. ბუხრის მოპირკეთება ნებისმიერი მასალით - ხით,
ქვით, აგურით, მარმარილოს ფილებით, რიყის ქვით... აგრეთვე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა კატალოგის
დახმარებით გააკეთოთ თქვენი არჩევანი. |

 |
სამშენებლო მასალების გადაზიდვა.
გვყავს სატვირთო "სამოსვალის" ტიპის მანქანები: MAN-30ტ,
МАЗ-10ტ, ЗИЛ-5ტ.
გადავზიდავთ სამშენებლო ან სხვა მასალას. ფასი შეთანხმებით,
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით. |
|
|